"მივლინებით გაუშვეს ზუგდიდში, ჩვენს ექიმის მოსტყდა ფეხი ლიფტის ვარდნის დროს" - ინციდენტი რუხის კლინიკაში

გამოქვეყნდა:

45-მილიონიანი ინვესტიცია და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები - რუხის კლინიკაში გადაადგილება საფრთხისშემცველია. ამის დასტური ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტია, რა დროსაც სამედიცინო დაწესებულებაში ლიფტი ჩაწყდა და ექიმები დაშავდნენ.

რუხის კლინიკა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ლიფტის ჩავარდნაზე ინფორმაციას კლინიკაში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ექიმი ნამდვილად დაშავდა. 

"არასწორ ინტერპრეტაციებს აძლევთ. ექიმი აქ [დაშავდა], მაგრამ არ ჩავარდნილა, იღრძო ფეხი",- ამბობენ კლინიკაში. 

ინფორმაციას, რომ ექიმი ნამდვილად ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოს ექიმი. 

"ზუგდიდში გადაიყვანეს, უფრო სწორად მივლინებით გაუშვეს სამი თანამშრომელი: აკაკი არჩვაძე, ნინო ოთარაშვილი და გიორგი დუნდუა. ლიფტი ჩავარდა, ეს ნამდვილად დაგიდასტურეთ. მე რაც გავიგე, ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს, აკაკი არჩვაძეს მოსტყდა ფეხი ლიფტის ვარდნის დროს",- ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი. 

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში თბილისიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების გადაყვანას გეგმავენ. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება რესპუბლიკურის ექიმებს მაღალ პოზიციებზე დასაქმებას ჰპირდება.

ცნობისთვის, რუხის კლინიკა 2020 წელს კოვიდპანდემიის დროს გაიხსნა.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი