ლაზარეს თავისუფლებისთვის! - 2 საათში პარლამენტთან აქცია დაიწყება

გამოქვეყნდა:

ლაზარეს თავისუფლებისთვის - 2 საათში 21 წლის აქტივისტის მხარდასაჭერად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი "ევროპული საქართველოა". 

დღევანდელ პროტესტს პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. ყველა ვინც თვლის, რომ ლაზარეს ხელისუფლება სამაგალითოდ სჯის.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. 

მათივე ინფორმაციით, აქციის პარალელურად სხვადასხვა ქართველი შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები ლაზარეს მხარდასაჭერად თითო სიმღერას შეასრულებენ. მათ შორის იქნებიან: Stephane, აჩიკო გულედანი, ჯგუფი "დაგდაგანი", ჯგუფი "წერილი", LOUDSPEAKERS და შაბათ-კვირა.

ლაზარეს მხარდამჭერი აქციის თავდაპირველ ლოკაციად მთავრობის ადმინისტრაცია იყო განსაზღვრული, თუმცა  ხელისუფლებამ მოულოდნელად კანცელარიასთან სკვერის მოწყობა გადაწყვიტა და მთელი პერიმეტრი რკინის ჯებირებით შემოღობა, ამიტომ სოლიდარობის აქციამ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი