კორპუსები სეისმურად აქტიურ ზონაში - გორის მერია სამშენებლო ნებართვებს აქტიურად გასცემს

გამოქვეყნდა:

მრავალსართულიანი კორპუსები სეისმურად აქტიურ ზონაში - გორის მერია ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო ნებართვებს აქტიურად გასცემს.

ქალაქის ისტორიულ უბნებში კორპუსები ინტენსიურად შენდება, თუმცა არავინ ჩქარობს იმის დადგენას,  რამდენად უსაფრთხოა ეს ნაბიჯი მოქალაქეებისთვის. დოკუმენტი, რომელსაც ამ კითხვისთვის პასუხი უნდა გაეცა, ისევ არ დაუმტკიცებიათ. გორს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ გააჩნია. 

მუნიციპალიტეტის მერიას, 5 000 სამშენებლო ნებართვა აქვს გაცემულია და ნებართვის მიმღებები ძირითადად "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, მათ შორის ყოფილი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომელმაც ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსების შენება დაიწყო. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ქალაქში არსებული ამ პრობლემას ადასტურებს, მორატორიუმის გამოცხადებას ემხრობა და ამბობს, რომ კარგი იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ობიექტების მშენებლობის შეჩერება.

"ჯერჯერობით ის გენგეგმა არ არის ძალაში შესული, არ ვიცი ამ შემთხვევაში კანონი გვაძლევს უფლებას ალბათ მაგ კუთხით და მიდის მუშაობა..  ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნებოდა რაღაც პერიოდი მორატორიუმი გამოგვეცხადებინა და ამის საფუძველზე შეჩერებულიყო კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ობიექტების მშენებლობა"  - ამბობს რაზმაძე.

ცნობისთვის, გორის განაშენიანების გეგმა 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. ქალაქის ბიუჯეტიდან კი 400 000 ლარი დაიხარჯა.

[ვრცლად რეპორტაჟი 21 საათზე]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი