90 წლით, უსასყიდლოდ გადაცემული ნაკვეთი - მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ქონება

გამოქვეყნდა:

მიტროპოლიტისთვის 90 წლით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაცემული ქონება - გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება ,,რესტო-ბარის'' მფლობელს უნდოდა, თუმცა მისი მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ბიზნესმენი "მთავართან" ყვება, რომ მას ისე უთხრეს უარი, არც კი განუმარტავთ, რა იყო ამის მიზეზი. ამაში თავად იოსებ ბაბაევი გაერკვა მაშინ, როცა გაიგო, ვისზე გააკეთა არჩევანი მუნიციპალიტეტმა. 

ამ ტერიტორიას საკუთარი ინტერესებისამებრ სინოდის წევრი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა განკარგავს. 

მან საზოგადოების ყურადღება მიმდინარე კვირას ერთი განცხადებით მიიქცია. მიტროპოლიტმა ოკუპანტი ქვეყნის საპატრიარქოს მხარდამჭერი წერილით მიმართა, მას შემდეგ რაც  კიევ-პეჩერის ლავრაში პრო-პუტინისტ სასულიერო პირებს ტაძრის ტერიტორია დაატოვებინეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი