ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკის ნაწილი. 4 სულიანი ოჯახი დროებით მეზობლებმა შეიფარეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.