
"მგონი შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა - შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. ჩემს საქართველოში [მინდა ვიარო]. თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის ვიზა არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი, რომ წავსულიყავი. ჩემი მეუღლე არის რამდენჯერმე ამერიკაში ნამყოფი მაგალითად. როგორც მახსოვს სასწავლო მიზნით იყო."
ამბობს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა შაბათის ფორმულასთან საუბარში, მისი კოლეგების დასანქცირების თემაზე საუბრისას.