გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ასაკოვანი კაცი ადგილზე დაიღუპა.

დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, დაშავებული კაცს კი მსუბუქი ტვინის შერყევა  და მოტეხილობები აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი