საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის, პრეზიდენტმა ნანა მახარაძე დაჯილდოვა ღირსების მედლით.
ნანა მახარაძე, ანუ "გოგონა დროშით“, 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდა 34 წელი გავიდა.