"ერთად ევროპაში" - ამ გზავნილს გარშემო საზოგადოება მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანდება. მოსახლეობა რეგიონებიდან შეერთდება რუსთაველზე დაანონსებულ აქციას. კოლონა იმერეთიდან უკვე დაიძრა დედაქალაქის მიმართულებით. თბილისში დაგეგმილ აქციას იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან.
მოქალაქეები ითხოვენ, რომ შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ასევე ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება. აქციის მიზანი კი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.