"ევროპული მომავლისთვის" - სტუდენტებმა თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.
ახალგაზრდებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.