სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტმა სვიმეონმა ამბიონიდან ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გააკრიტიკა. მეუფე სვიმეონმა გამრეკელს პოპულისტი უწოდა და თქვა, რომ ქველმოქმედებით ის პიარს იკეთებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიტროპოლიტსა და მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეპისკოპოსმა გამრეკელს დიდი ოდენობით თანხა სთხოვა, რაზეც გამრეკელმა უარი უთხრა.
"გამრეკელთან მივიდა დიდ ფულზე და გამრეკელმა უარი უთხრა. არის ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც გამრეკელის ოჯახია ჩართული. საწარმოს ლიცენზირებული მიწა აქვს აღებული, აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერია, მასალა უნდა ამოიღონ 80 ჰექტარი მიწაა და მეუფეს იმის მითვისება უნდა. მიეჭრა იქ, გააჩერებინა სამუშაოები, რომ ეს მიწა მე მჭირდებაო, ახევა უნდა იმ ყველაფრის. ლაპარაკია დიდ ფულზე, ის მიწაც დიდი ფული ღირს. შეგიძლიათ დაიაროთ ყველა ბიზნესმენი და ჰკითხოთ, მთელ ხაშურში ყველასთან მიდის სესხად. გამოართმევს ფულს სესხად და მერე აღარ აბრუნებს, ასე აქვს ყველაფერი მიტაცებული", - უთხრა "მთავარს" უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელმა.
თავად ლევან გამრეკელი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ იქადაგა მეუფე სვიმონმა მის წინააღმდეგ. ის მეუფესთან დაპირისპირებას უარყოფს.
"არასდროს [ყოფილა დაპირისპირება] ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, რატომღაც გაღიზიანებული იყო ბოლო ორი დღე და რატომ არ ვიცი... მიწასთან დავა რა უნდა მქონოდა, თვითონ აინტერესებდა რაღაც მივიდა იქ სადაც კარიერი აქვს ლიცენზირებულო ადამიანს და გინდა თუ არა გამრეკელისაა მივიდა დაცვა უთხრა არ არის მისი, ჩემია. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მეც გაკვირვებული ვარ სიმართლე გითხრათ", - თქვა ლევან გამრეკელმა.