თბილისში, ისანისა და წყნეთის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 9 373 აბონენტს. გაზის მიწოდება 9 აპრილს დაახლოებით 10:00 საათზე შეწყდა და 10 აპრილს 21:00 საათზე აღდგება.