საპატრიარქოს ექსპერტები გელათში | უნიკალური ფრესკები ამ დრომდე ნადგურდება

გამოქვეყნდა:

გელათის ტაძარის რეაბილიტაციაში საქართველოს საპატრიარქო ერთვება. მას შემდეგ, რაც წულუკიანის უწყებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მრავალწლიანი უშედეგო რეაბილიტაციის შემდეგ პრაქტიკულად განადგურებამდე მიიყვანა, ახლა მორიგ საკონსერვაციო სამუშაოებს საპატრიარქო იწყებს.

დღეს გელათის კომპლექსში სპეციალისტები ჩავიდნენ, თუმცა არავინ იცის, რას აპირებს მართმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანო და ვის დაევალება ტაძრის რესტავრაცია. 9-წლიანი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ერთადერთი შედეგი დღეს მხოლოდ ის არის, რომ ტაძარში წყალი აღარ ჩადის, თუმცა უნიკალური ფრესკები მაღალი ტენიანობის გამო კვლავ ფხვიერდება და იშლება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი