ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook ხარვეზებით მუშაობს.
მომხმარებლების 58% წერს, რომ Facebook-ის აპლიკაციით სარგებლობა უჭირს, 35% ვებ-გვერდზე ვერ შედის, საიტზე იდენტიფიცირებას კი 6% ვერ ახერხებს.
რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. ჯერჯერობით, კომპანიის არცერთ წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.