"უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები... კონცეპტArt-ს "ავაყირავებთო". მივდივარ პოლიციაში განცხადების დასაწერად" | თეონა ჯორბენაძე

გამოქვეყნდა:

"უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები... კონცეპტArt-ს "ავაყირავებთო". მივდივარ პოლიციაში განცხადების დასაწერად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე წერს, რომელმაც მანამდე დაწერა, რომ კონცეპტArt აღარ ითანამშრომლებს ხელოვანებთან, რომლებიც PosTV-ის ეთერში მივლენ. 

უკვე გაჩნდა ჩემს მიმართ საჯარო მუქარები, ახალი დავალების ნაწილია ეტყობა, მარტო კაცური კაცი თუ დაწერდა ასე. Postv-ის თანამშრომელი და თან სალომე ბაკურაძის ქმარი ყოფილა, ძალიან კარგი გოგოსი, აგრეთვე სამეფო კართან დაახლოებული.

Ps. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი მუქარა მივიღე, ამჯერად ემუქრებიან ჩვენი შემოქმედებითი გუნდის მიერ დაარსებულ ხელოვანთა კავშირს კონცეპტArt-ს. "ავაყირავებთო". ცხადია, მუქარების ჩამონათვალი შეიკრა, ცხადია, მივდივარ პოლიციაში განცხადების დასაწრად, - წერს თეონა ჯორბენაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი