სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში. პარალიზებულ დედაქალაქში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. პიკის საათში დაუსრულებელი საცობებია და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, თბილისის მერი ახალ პროექტებს იწყებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.
დავიწროებული გზები, უფუნქციო კუნძულები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოთავისუფლებული მაგისტრალი - დედაქალაქის განტვირთვის დაპირება შეუსრულებელი დარჩა.
კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა დღეს ხმაურის მიზეზი გახდა საკრებულოში. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ ავტობუსის ზოლი პრობლემას გადაჭრის, ამბობს, რომ დისკომფორტი დროებითია, თუმცა როდემდე, არავინ იცის.