გორში, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას, ახალგაზრდა კაცი გამომცდელს დაეჯახა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

გორში, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების დროს, ახალგაზრდა კაცი გამომცდელს დაეჯახა. შემთხვევა  მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება "ტვ მონიტორინგი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, კაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი