ქვეყნის მთავარი მაგისტრალი ისე ჩაკეტილა. რიკოთზე ვითარება საგანგაშოა. როდის აღდგება მოძრაობა აღმოსავლეთ -დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე უცნობია. არც ის არის ცნობილი გაიხსნება თუ არა გზა სააღდგომოდ.
ქვათაცვენის გამო, გზის 100 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა ამ დროისთვის ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. დასავლეთში წასასვლელად მსუბუქი ავტომობილებისთვის გომი-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულება ერთადერთი ალტერნატივაა, თუმცა ამ გზაზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რიკოთზე მოძრაობა გუშინ ჩაიკეტა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოვების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.