"საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს გააჭიანუროს პროცესი" - გოშევსკა პოლონელი ექიმების ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

ვარშავა ოფიციალური თბილისის პასუხს ელოდება, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლონ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას ინფორმაციით, მათ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა შეასრულეს და თუ "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს დასამალი, სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა თანხმობა უნდა მიიღონ.

"ვიმედოვნებ, რომ მივიღებთ საბოლოო თანხმობას ქართული მხარისგან, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოსაკვლევად სამედიცინო მისია გავგზავნოთ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს გააჭიანუროს პროცესი. ისინი მუდმივად ქმნიან პრობლემებს, ასე იყო ექიმების შერჩევის პროცესშიც, გამოთქვამდნენ ეჭვებს მათ კვალიფიკაციაზე. ეს ყველაფერი შედეგია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავეცკის მუშაობისა ბრიუსელთან. ჩვენს ექიმებს სწორედ ევროკავშირის მანდატი აქვთ და ევროკავშირის ორგანოები შემდგომ განიხილავენ იმ დასკვნას, რომელსაც მედიკოსები მოამზადებენ. იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს დასკვნა გახდება საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საფუძვლიანი მკურნალობისთვის პოლონეთის კლინიკაში გადმოიყვანენ. მისი მდგომარეობა დრამატულია და იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მის დახმარებას",- თქვა გოშევსკამ. 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პოლონური სამედიცინო მისია ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სტრასბურგში უკვე გაგზავნეს საჩივარი, რომლითაც  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის დადგენას ითხოვენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი