"სარჩელი შემაქვს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის" - პაატა ბურჭულაძე POST TV-ის უჩივის

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აპირებს, რომ  Post TV-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

Post TV-ის დამფუძნებელმა და ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ბურჭულაძე "საქველმოქმედო თანხების გაფლანგვასა" და თაღლითობაში დაადანაშაულა და თავის გადაცემაში იმ მუსიკოსებზე ისაუბრა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ.

"სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი", - წერს პაატა ბურჭულაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი