დაანონსების მიუხედავად, რიკოთი სატვირთოებისთვის ამ დრომდე არ გახსნილა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ 194 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის აღდგებოდა, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა, თუმცა გზა ისევ ჩაკეტილია.
ამავე განცხადების თანახმად, ხვალიდან რიკოთის გზა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვისაც უნდა გაიხსნას, გადაადგილების სპეციალური რეჟიმით.