"მთავარ არხსა" და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" და საერთაშორისო სავაჭრო პალატა თანამშრომლობას იწყებს, მსოფლიო ბიზნეს სექტორის გამაერთიანებელი ორგანიზაცია სხვადასხვა პლატფორმას აერთიანებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მონაწილეობს საერთაშორისო ბიზნესის გამარტივებაში და ხელს უწყობს ექსპორტსა და იმპორტს მსოფლიო მასშტაბით. 

"მთავარი არხი" იწყებს თანამშრომლობას საერთაშორისო სავაჭრო პალატასთნ. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან საინტერესო ახალი პროექტების დასაწყისი შეიძლება იყოს. ჩვენი, ანუ არხის როლიდან გამომდინარე, მედია, თავის მხრივ, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი სექტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მეორე მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის სხვა წევრებისთვის, სხვა ბიზნესებისთვის, სხვადასხვა სექტორის ბიზნესებისთვის მედიის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი როლი საერთაშორისო სავაჭრო პალატაში იქნება დადებითი, ხელს შევუწყობთ როგორც ჩვენი საკუთარი საქმიანობის განვითარებას ბიზნესკუთხით, ისე დავეხმარებით სხვა ბიზნესებს, რომ ისინი განვითარდნენ, - ამბობს არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე საქართველოში ბიზნეს-სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს და განიხილეს, როგორ შეუძლიათ პალატას და "მთავარ არხს" ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება.

დღეს იყო თავაზიანობის ვიზიტი "მთავარი არხის" მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა საერთაშორისო სავაჭრო პალატას, როგორც წევრი. ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის სიტუაცია საქართველოში და როგორ შეუძლია "მთავარ არხსა" და პალატას თანამშრომლობა, რათა გააუმჯობესონ ბიზნეს-გარემო და ინვესტიციები მოიზიდონ ქვეყანაში. ასევე, რა პროექტები და პროგრამები შეიძლება განხორციელდეს ერთად, რათა გაუმჯობესდეს "მთავარი არხის" საქმიანობა. ვფიქრობ, იმ ზეწოლის პირობებში, რომლის ქვეშაც იმყოფებით ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, არხი ძალიან კარგად ფუნქციონირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დაფინანსება და თქვენი სიტუაცია გამოსწორდება, - ამბობს ფადი ასლი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი