სოფელ დაშტეფას მცხოვრებლებმა საპატრულო პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ოპელის მარკის ავტომობილის მეპატრონეს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი კი, რომელიც არსებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა, რის გამოც პოლიცია მას აედევნა.
მანქანა დაშტეფაში ერთ-ერთი ხიდზე ამობრუნდა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფმა სამმა ადამიანმა და სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა პატრულის მანქანას ქვები ესროლეს.
ინციდენტის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციის დამცველ ადგილობრივებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.