საგარეჯოს მერიის ცნობით, 13 აპრილს სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები დაისეტყვა.
უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
მერია ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის შესაბამისი ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. სეტყვა იყო გურჯაანშიც: