ჭაქვინჯის ციხესიმაგრე ევროპის 7 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ მემკვიდრეობის სიაში მოხვდა | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

"ევროპა ნოსტრამ", კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისადმი ერთგული სამოქალაქო საზოგადოების ევროპულმა ხმამ და ვროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა 2023 წლის ევროპის 7 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის ძეგლი დაასახელა, სიაში მოხვდა ზუგდიდის რაიონში, II-III საუკუნეებში აგებული ჭაქვინჯის ციხესიმაგრე.

2023 წლის 7 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილია:

  • კორტრიიკის რკინიგზის სადგური ბელგიაში;
  • პარტიზანული მემორიალური სასაფლაო  ბოსნია-ჰერცეგოვინაში;
  • ჭაქვინჯის ციხე საქართველოში;
  • დების სახლი, ყოფილი მორავიის დასახლება კლეინველკაში, გერმანიაში;
  • Memento Park უნგრეთში;
  • პაშტროვიჩი, მონტენეგრო და ბისტრიცას წყლის წისქვილები;
  • პეტროვაც-ნა-მლავი, სერბეთში.

ცნობილია, რომ თითოეული ძეგლი მემკვიდრეობის გამორჩეულობისა და კულტურული ფასეულობის, ასევე, მათ მიმართ დღეს არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით შეირჩა. ამ ობიექტების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე და საჯარო თუ კერძო სექტორების პასუხისმგებლობა გადამწყვეტ დამატებით ღირებულებად განიხილებოდა. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი დასახელებული ობიექტების პოტენციალია, რაც მათ ქალაქებსა და ფართოდ რეგიონში მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისა და დიალოგის  ხელშეწყობას გულისხმობს. 

დოკუმენტში წერია, რომ - "7 შერჩეულ ძეგლს უფლება აქვს მიიღოს ევროპის საინვესტიციო ბანკის მემკვიდრეობის გრანტი 10,000 ევროს ოდენობით თითოეული საიტისთვის, შეთანხმებული აქტივობის განხორციელებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილების გადარჩენას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი