კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი და კორუფციის რეკორდი თანამედროვე საქართველოში. ქვეყანაში მექრთამეობა დაბრუნდა. ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაცია "თრეის ინთერნეიშენალის" კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველომ პოზიციები დაკარგა და 22 საფეხურით უკან დაიხია.
დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელისუფლება ქრათმის სანაცვლოდ მნიშვნელოვან გარგებებს დებს კონკრეტულ კომპანიებთან. "ქართული ოცნების" მცდელობით საპირისპიროდ, შექმნას ალტერნატიული რეალობა, ორგანიზაციის მკვლევარები აცხადებენ, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის ზრდა ვერ მოხდება, რადგან ბიზნესი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და კორუფციის გაზრდილი მაჩვენებელი ვერ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტორებისთვის.
ავტორი: ნინიკო გიგაური