დილიდან საცობებია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ გზაზე

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან საცობებია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. მოძრაობის შეფერხება უკავშირდება ერთი მხრივ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, რადგან რეგიონებში წამსვლელთა რაოდენობა ამ პერიოდში გაზრდილია და მეორე მხრივ უღელტეხილზე გადაადგილებისთვის ამოქმედებულ სპეციალურ რეჟიმს, რომელიც გზების დეპარტმანტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის დააწესა.

დილიდან მანქანები რიგში იდგნენ, რომ დასავლეთის მიმართულებით წასულიყვნენ, რადგან რიკოთზე მოქმედი რეჟიმით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე პატრულირებს პოლიცია, რომელიც მძღოლებს მიმართულებას აძლევენ. იხილეთ:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი