გლობალური თაღლითური სქემა - BBC ქოლ-ცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გლობალური თაღლითური სქემა, რომლის სათავეში BBC საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოიაზრებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იმ კომპანიების უკან, რომლებიც ევროპის მოქალაქეებისთვის თანხების მოტყუებით გამოძალვით იყვნენ დაკავებულები, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული პირები დგანან. BBC ამავე თემაზე ფილმს აქვეყნებს.

თბილისში სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ-ცენტრებში გერმანელმა პროკურორებმა ჩაატარეს და მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო BBC-ის გადამღები ჯგუფიც. როგორც ბრიტანელ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატებმა განუცხადეს, კეზერაშვილი კატეგორიულად უარყოფს კავშირს ხსენებულ თაღლითურ სქემასთან და მისთვის უცნობია, რით იყვნენ დაკავებულებირეპორტაჟში დასახელებული კონკრეტული კომპანიები.

BBC ამბობს, რომ "მილტონ ჯგუფის" შემადგენლობაში შემავალ კომპანიების სათავეში სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს რომ კეზერაშვილის FACEBOOK-ის "ფრენდებში" იძებნება თითქმის ყველა ის პირი, ვინც ამ სქემაში ფიგურირებს. თუმცა ამავდროულად რეპორტაჟში ნათქვამია, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

საგამოძიებო რეპორტაჟი: 

თითქმის ერთსაათიან ფილმში დეტალურად არის გაშიფრული, თუ როგორ სძალავდნენ თაღლითური სქემით მილიარდებს ევროპელ პენსიონერებს. ამავე ფილმში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ არის ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც სწორედ ასეთი თაღლითური ქოლ-ცენტრის მუშაობას ასახავს. ჟურნალისტმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ რეიდშიც.

BBC-ის თანახმად, თაღლითურ სქემაში ჩართული პირები წინასწარ სწავლობდნენ პოტენციური მსხვერპლის ფინანსურ მდგომარეობას და ინტერესებს. მას შემდეგ კი რაც მას თანხის გადმორიცხვაზე დაითანხმებდნენ ეს თანხა დანაწევრებულად სხვადასხვა ანგარიშებიდან ქრებოდა. „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტი ყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც. მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, რომელიც შეფასებულია 10 000 ფუნტად, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს. BBC-ის ჟურნალისტებმა, ასევე, იპოვეს ერთ-ერთი წყვილი, რომლებმაც ქოლ-ცენტრების სქემაში 340 ათასი ფუნტი დაკარგეს და როგორც ვარაუდობს გამოძიება დაზარალებულთა რეალური რიცხვი არის ძალიან დიდი.

"ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ის ფაქტები ვიცით, რომლის შესახებაც მსხვერპლმა პოლიციას შეატყობინა, თავდაპირველად რა ვიყავით დაპატიმრებული, რომ რომელიმე ეჭვმიტანილს მივაგნებდით, ან ვინმეს დავაპატიმრებდით, ახლა კი 3 წლის შემდეგ ათობით დაკავებულია და უზარმაზარი ქსელი ვამხილეთ",- ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი