უკრაინაში დაღუპული 29 წლის მებრძოლის, მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის შესასვლელში ადგილობრივები შეიკრიბნენ და მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი სახლამდე ხელით მიაცილეს. თანასოფლელები დაღუპული მებრძოლის გადმოსვენებას საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მანამდე თბილისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა.
ცნობისთვის, 29 წლის მებრძოლი 31 მარტს ბახმუტთან ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო, წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უკრაინაში გასულ წელს რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იბრძოდა. უკრაინაში ომს ჯამში 42 ქართველი ემსხვერპლა.