მცოცავი ოკუპაცია შიდა ქართლში - რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ. პროცესი გუშინ დაიწყო. ირკვევა, რომ შეიარაღებული ფორმიანები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ ფონზე კი დუმდა ოფიციალური თბილისი.
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს შსს-ს წარმომადგენლები ტერიტორიაზე არ უშვებენ და ამბობენ, რომ ნებართვა სუს-ის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უნდა გასცეს. კითხვაზე, მუშაობენ თუ არა ამ წუთებში რუსები, შსს-ს წარმომადგენელი პასუხობს: "არავინ არ მუშაობს".
დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი ბოძი, მოძრაობის დეტექტორები, სპეციალური სადაზვერვო მანქანისთვის საპარკინგე ადგილი, მხოლოდ დღეს. ვფიქრობთ, რომ ეს სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ჩვემ მივიღეთ ადგილობრივი მოსახლეობისგან ეს ამბავი და შემდეგ გავაჟღერეთ, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურ სტრუქტურებს მოუწიათ ამის დადასტურება, - ამბობს "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ დვანი ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც ოკუპანტები განსაკუთრებულად არიან გამაგრებულები და დასახლებული პუნქტი წლებია ალყაში ჰყავთ მოქცეული.