მართლმადიდებელი სამყარო ხვალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. სააღდგომო სამზადია საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, თუმცა მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები დღესასწაულზე ჰუმანიტარული დახმარების გარეშე, რუსი ოკუპანტების პირისპირ დარჩნენ. უკვე 5 წელია ტაძრებში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღარ ისმის. სააღდგომოდ ე.წ საზღვრის გამო პრობლემაა წინაპართა საფლავებზე გასვლაც.
"არაფერი მიგვიღია შვილო, 79 წლის ვარ. რას მოგცემს სახელმწიფო? 95 წლის მოხუცი, უპატრონოდ არის, არავინ ყურადღებას არ აქცევს მაგალითად გალის რაიონ სოფელ შეშელეთში. ჩემი ხელით ნაშრომით ვჭამ. შეშელეთში ტაძარი არ არის, ბედიაში ტაძარი არის, მაგრამ არ არის [ქართულად წირვა-ლოცვა]",- ამბობენ მოქალაქეები.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, ტაქსი კი ძალიან ძვირია. გალის მცხოვრებლების თქმით: "ფეხით დადვივართ, არ არის ტრანსპორტი, სასაფლაოზე წასვლას ვერ ვახერხებთ. სადაა მამაო, რუსულადაა ეკლესია".
ავტორი: ემა გოგოხია