თბილისში, მანჯგალაძის ქუჩაზე, ხანძარია - თვითმხილველების ინფორმაციით, იწვის კორპუსის ქვეშ მდებარე მაღაზია.
ადგილობრივების ცნობით, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ვრცელდება ცნობები, რომ განხორცილდა მოქალაქეების ევაკუაცია.
"მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ კორპუსის ქვეშ სარდაფი დაიწვა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.