თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ხანდაზმული ქალი, რომელიც, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამავე თემაზე: