გომთან 14 აპრილს მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ბაბუასა და შვილიშვილს კლინიკიდან ხვალ გაწერენ, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ გომთან მომხდარი ავარიის დროს 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებული დედა-შვილი კი გუშინ გარდაიცვალა.