გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა, - ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დაახლოებით 21:30 საათზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. დაშავებული კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია