"ჩვენს საზოგადოებაში მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მკვეთრ პოლარიზებას იწვევს" | ილია II

გამოქვეყნდა:

"ჩვენს საზოგადოებაში მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს", - ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

"ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი  დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე; 

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და  მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას,  მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი", - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

ეპისტოლე სრულად ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი