"ადამიანების ჯგუფი იყო მოსული, მიულოცეს ქვემოდან, რა თქმა უნდა, ესიამოვნა" - ამბობს გიული ალასანია, რომელმაც "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა.
მისი თქმით, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის შემდეგ, მოლოდინში არიან, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მესამე პრეზიდენტს ისევ აღენიშნება წნევები, სიცხე და სისუსტე - "ვიზუალურად რომ შეხედავთ ძალიან მძიმე სანახავია. რომ ვუთხარი, იქნებ უფრო ცოტა მეტად იმოძრაო, არა მაქვს ძალაო და ასეთი ადამიანისგან ამის მოსმენა ცოტა უცნაურია" ამბობს ალასანია.
შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაული მესამე პრეზიდენტს ენმ-ის წევრებმაც მიულოცეს გასულ ღამეს ვივა მედის ეზოდან. ფანჯარასთან გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილიც.