აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების - მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის, მიმართულებით უფასო მარშრუტები დაინიშნა.
მოქალაქეებს მგზავრობა 17 აპრილს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტრო სადგურებიდან - "მარჯანიშვილი", "დიდუბე", "დელისი", "სარაჯიშვილი", "ვარკეთილი", ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუა მთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.