ოლიგარქ ივანიშვილის ერთი შეხედვით ექსცენტრიული ახირება შესაძლოა მისთვის დიდი პრობლემების დასაწყისი გახდეს. ბაობაბის აფრიკის კონტინენტიდან ჩამოტანაში ის მილიონებს იხდის და სავარაუდოდ, არც მთლად ლეგალურად. სავარაუდო კორუფციული ინტერესების შესახებ კენიაში უკვე საუბრობენ. არის ეჭვი, რომ გარემოსდაცვითი სამი სამთავრობო სააგენტო შესაძლოა ამ კორუფციული სქემის ნაწილი იყოს. მოკვლევა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან სენსიტიურ ეკოლოგიურ საკითხთან, შესაძლოა ბაობაბების მოთხრას საერთოდ კონვენციური კვალიფიკაციაც კი მიეცეს.
ბაობაბის ხეები ახლა გაჩერებულია, ერთგვარად დაპატიმრებული. ცალკე ეპიზოდია პრეტენზიები ივანიშვილის წარმომადგენლებთან. ადგილობრივების ერთი ნაწილი ჩივის, რომ გადააგდეს და დაპირებული ფული სრულად არ მისცეს.