აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები სამი კოლეგის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტმა მორიგი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და "ფროდაქშენის" სამი თანამშრომელი კანონდარღვევით გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ტელევიზიის შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერი დაურთეს.
მათივე თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ უკვე გათავისუფლებული სამი თანამშრომელი ერთმანეთს დაუპირისპირდა და ეს ჩანაწერი ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირ ეთერში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიაში თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. მაშინ თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ამ ყველაფერს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე