გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოსა და მერიის შენობებისთვის კონდიციონერებს ყიდულობს. 3 დასადგმელი კონდიციონერის შესასყიდად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი გამოიყო. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონდინციონერების მიწოდება და მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ გორის მერიამ კონდინციონერები გასულ წელსაც შეიძინა.