სამოქალაქო ომის ეპიცენტრში, ალყაში მოქცეული საქართველოს მოქალაქეები. სუდანის დედაქალში ჩარჩინილი ქართველები, მესამე დღე გამოსვლას ვერ ახერხებენ. ავიაკომპანიების "მაი ვეი ეარლეინსისა" და ჯეო სქაის" ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც თავს უსაფრთხო ადგილას აფარებენ, წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ. ქვყენის დატოვების ერთად ერთი გზა საჰაერო სივრცეა, თუმცა შეიარაღებული დაპირიპირების გამო ფრენის ნებართვა იგვიანებს.
ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა დაზიანებული ქართული ავიაკოპანიების კუთვნილი თვითმფრინავები, რომელიც გასამხედროებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად აეროპორტში დგას. ვითარება ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულია, შეიარაღებულ ძალებსა და აჯანყებულებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი მოქალაქე. დიდია დაჭრილების რაოდენობა. საქართველოს მოქალაქეების გარდა სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ავიახაზების თანამშრომლებიც იმყოფებიან.