მასობრივად დახოცილი საქონელი ახმეტაში - სავარაუდო მიზეზი ალაზანში ჩაყრილი ნარჩენებია

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე ექვსი სული პირუტყვი ერთ დღეს დაიხოცა, დანარჩენის გადარჩენა კი ვეტერინარებმა შეძლეს. 

მოსახლეობისთვის უცნობია, რამ გამოიწვია პირუტყვის დახოცვა. თუმცა ვარაუდობენ, რომ მიზეზი, შესაძლოა, მდინარე ალაზნში ჩაყრილი ნარჩენები იყოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მესაქონლეობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მათივე თქმით, ზარალი ათასობით ლარს შეადგენს. ისინი დახმარებას ითხოვენ.

სოფელში პოლიცია, ახმეტის მერიისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ამ ეტაპზე აიღეს ნიმუშები, რის შემდეგაც, საქონლის დახოცვის მიზეზიც დადგინდება. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი