შსს 1 წელია საკვები პროდუქტების ტენდერს ვერ ატარებს და უტენდეროდ 1.2 მლნ ლარის პროდუქცია შეისყიდა - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო საკვები პროდუქტების ტენდერს ვერ ატარებს, ამიტომ უწყებამ უტენდეროდ უკვე 1.2 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა.

ორგანიზაცია წერს, რომ 2021 წელს შსს-მ შპს "ბი ელ გრუპთან" ₾1.47-მილიონიანი ტენდერი გააფორმა საკვების შესასყიდად, თუმცა ანტისანიტარიის გამო კომპანია 8-ჯერ დააჯარიმეს და ბოლოს ტენდერი შეწყდა.

ფლანგვის დეტექტორის ცნობითვე, 2022-2023 წლებში შსს-მ სამი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა არც ერთ მათგანში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის, არც იმ კომპანიამ, რომელთანაც სამინისტრომ 1.2 მილიონი ლარის 7 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

"ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ შსს მიზანმიმართულად არ აცხადებს ტენდერს პირობებით, რომელსაც მომწოდებლები დააკმაყოფილებენ, რათა შემდეგ თავისით შეარჩიოს კომპანია, რომელსაც გამარტივებულ შესყიდვას გაუფორმებს.

თუმცა, ტენდერის გვერდის ავლით ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის ალტერნატიული მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ პასუხისმგებელი პირები შესყიდვის პროცედურებს ჯეროვნად ვერ წარმართავენ", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი