ზერტსა და ბებნისში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გამოემშვიდობნენ. დავით ქუჩუკიანი და მიხეილ მაზანაშვილი მშობლიური სოფლების სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს
გმირულად დაღუპული მებრძოლები გამოცდილი სამხედროები იყვნენ. ისინი უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტში დაეცნენ.
ქუჩუკიანი საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა, მაზანაშვილი კი მძიმე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.