საგარეო სუდანში ჩარჩენილ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გრძელდება მუშაობა იქ  მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამინისტროს განცხადებითვე, ყოველდღიურ კონტაქტზე არიან მათთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებთან:

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან  სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის  საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად.  ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ." ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

სუდანში მყოფი საქართველოს  მოქალაქეები  ევაკუაციის მოლოდინში არიან. მეოთხე დღეა 30-მდე ქართველის გამოსაყვანად სუდანის დედაქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა ვერ ხერხდება. ყველა მათგანი იმ ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც ხართუმიდან ფრენებს ასრულებდა. საუბარია "მაივეი ეარლაინსა" და "ჯეო სქაიზე". საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია რთულია, რადგან სამხედრო მოქმედებების გამო ადგილზე ინტერნეტის პრობლემაა.  საელჩო მათთან კავშირზეა , თუმცა ცხელ წერტილში  მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი