მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია. აქვს სიცხეები, გართულებულია წნევის რეგულირება და გრძელდება წონის კლებაც. კლინიკა ვივა მედში ცოტა ხნის წინ გიული ალასანია მივიდა.
"სიცხე ისევ არის, წნევა მაღალი არის, გადაადგილება ძალიან უჭირს იმიტომ, რომ კუნთის ნასახი არ აქვს. თმები აღარ აქვს ადამიანს, დასცვივდა" ამბობს გიული ალასანია.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს სასჯელის გადავადების მოთხოვნას.