გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კაცმა ძმა დაჭრა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაშავებული კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
"ატენიდან ჩვენთან შემოიყვანეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია და მკურნალობას აგრძელებს ქირურგიულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია",- უთხრეს "მთავარ არხს" გორმედში.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაკავებული