რაჭაში სტიქიით დაზიანებულ 3 სოფელს ელექტორენერგიის მიწოდება დღეს აღუდგება

გამოქვეყნდა:

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის, გიორგი გონაძის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება სტიქიით დაზარალებულ სამ სოფელში დღეს, 31 ივლისს უნდა აღდგეს.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ყველა მიმართულებით, დღეს უკვე ველოდებით ელექტროენერგიის მიწოდებას 3 სოფლის მიმართულებით, იხსნება გომი-ჯინჭვიშის მიმართულება, სოფლის მოსახლეობას მინდა ყველას ვუთხრა, რომ ვინც მოწყვეტილად რჩება, ვერტმფრენები ადგილზეა და დანიშნულია რეისები, - თქვა გიორგი გონაძემ.

რაჭაში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე ლათქი - შორა 29 ივლისს ადიდდა. წყალდიდობის გამო დააზიანდა გზები. მდინარემ წაიღო ხიდები, რამდენიმე სოფელი კი გარესამყაროს მოწყვიტა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი