ნინოწმინდის პანსიონის სკანდალური საქმე სტრასბუგშია. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები მიმართავენ და ძალადობის უმძიმესი ფაქტების დადგენას ითხოვენ.
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ თავშესაფარში არსებული ვითარება წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. მუდმივი დამცირების, არადამიანური მოპყრობისა და წამების სკანდალური ფაქტების გასაჯაროების შემდეგ საქმეში გაეროს ბავშვთა კომიტეტთან ერთად ჩაერთო გამოძიებაც, თუმცა არც ერთი დამნაშავე ძალოვან უწყებას არ გამოვლენია.
თანამდებობაზე რჩება მეუფე სპირიდონიც, რომელის სკანდლის შემდეგ მხოლოდ დროებით ჩამოაშორეს ნინოწმინდის პანსიონს.
ავტორი: საბა ბუაძე